Header image  
qarTuli kino  
  
 
 
 
 


siyvaruli yvelas unda

რეჟისორ გიორგი შენგელაიას 1980 წლის მუსიკალური კომედია.

siuJeti

სამკერვალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მაყვალა კახეთის სოფელში ჩადის სამუშაოდ. სოფლის მძღოლს ბურნუთას მაყვალა შეუყვარდება, მაგრამ გრძნობის გამხელას ვერ უბედავს. რთველი კარზეა მომდგარი, მუშაობისთვის კი არავის სცალია, რადგან სოფელში ყველა შეყვარებულია: ვენახის დარაჯი ბიჭები ტყუპი დების ცოლად შერთვაზე ოცნებობენ, მარტოხელა ხირხელა შინაბერა ქეთოს ფარულ შეხვედრაზე ითანხმებს, ბურნუთას პატარა ძმას მეზობლის პატარა გოგო უყვარს, რამდენიმეჯერ გათხოვილ ნაზოს გათხოვების კიდევ ერთი შანსი ეძლევა. კოლმეურნეობის თავმჯდომარე ჩხუბობს, მაგრამ სიყვარული ყველას უნდა.

rolebSi

  • გივი ბერიკაშვილი - კოლმეურნეობის თავმჯდომარე
  • დარეჯან ხაჩიძე - მაყვალა
  • ვახტანგ ფანჩულიძე - ბურნუთა
  • კახი კავსაძე - კოლა
  • ბერტა ხაფავა - ანიკო
  • ლაურა რეხვიაშვილი - ბაბულა
  • ამირან ქადეიშვილი - ხირხალა
  • ციალა გურგენიძე - ქეთო
  • სიმონ ბერიკაშვილი - ელიზბარაანთ გივია
 

ixileT aseve